მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველომ რუსული გაზის იმპორტი $76 მილიონ დოლარამდე გაზარდა

646e02424c8f0
შოთა ტყეშელაშვილი
24.05.23 17:00
1059
2023 წლის 4 თვეში საქართველომ რუსეთის ფედერაციიდან $76 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი შეიძინა. გაზის ეს ღირებულება წინა წელთან შედარებით ($32 მლნ) ორნახევარჯერ მეტია. ჯერჯერობით უცნობია რამდენი მილიონი კუბური მეტრი გაზი შემოვიდა რუსეთიდან, რადგანაც საქსტატს იმპორტის მხოლოდ თანხობრივი მაჩვენებლები აქვს გამოქვეყნებული.

საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი კვლავ აზერბაიჯანია, თუმცა მთლიან იმპორტში მისი წილი  შემცირებულია. წელს საქართველომ გაზის 69% შეიძინა აზერბაიჯანიდან, ხოლო გასულ წელს აზერბაიჯანის საბაზრო წილი (თანხობრივად) 84% იყო.

2023 წლის 4 თვეში გაზის იმპორტის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

• 2023 წელი 4 თვეში - გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან - $170 მილიონი; რუსეთიდან - $76 მილიონი, აზერბაიჯანის წილი (თანხორბივად) 69%; რუსეთის (თანხობრივად) 31%;
• 2022 წელი 4 თვეში - გაზის იმპორტი აზერბაიჯანიდან -  $169 მილიონი; რუსეთიდან - $32 მილიონი, აზერბაიჯანის წილი (თანხობრივად) 84%; რუსეთის (თანხობრივად) 16%;

შესაბამისად, 2023 წლის დასაწყისში გაზის იმპორტის ზრდა სწორედ რუსეთიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების შესყიდვას უკავშირდებოდა.

2016 წლამდე საქართველო მაგისტრალური გაზსადენში გატარებული რუსული ბუნებრივი აირის 10%-ს უსასყიდლოდ, ტრანზიტის საფასურად იღებდა. თუმცა რუსეთის მოთხოვნით აღნიშნული ტრანზიტის პირობები მონეტარული ანაზღაურებით შეიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები