ბანკების მოგება ისევ გაიზარდა. ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით, ოქტომბერში საბანკო სექტორმა 243 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით წმინდა მოგება გაორმაგებულია.
10 თვეში კი, 14 კომერციული ბანკის მოგებამ 2 მლრდ ლარს გადააჭარბა, აქედან წმინდა მოგება 1.775 მილიონი ლარს აღემატება.
საბანკო სექტორის წმინდა მოგება:
2022 წლის 10 თვე - 1.775 მლრდ ლარი
2021 წლის 10 თვე - 1.759 მლრდ ლარი
აღსანიშნია, რომ ამავე პერიოდში ბანკებმა მოგების გადასახადის სახით ბიუჯეტში 279 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს 2021 წელთან შედარებით 70 მილიონი ლარით, ანუ 33%-ით მეტია.
რაც შეეხება საბანკო სექტორის მთლიან შემოსავალს, სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, 14 კომერციული ბანკის მიერ მიღებული საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები წელს 6.1 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია.