მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბარი "ბაუჰაუსი" 8 ივნისს ვერ გაიხსნება

5ecd307fc10ce
სალომე მეცხვარიშვილი
26.05.20 19:03
4526
“ბაუჰაუსს” გარე სივრცე აქვს, მაგრამ 8 ივნისს ვერ გაიხსნება - ამის შესახებ BM.GE-თან ბარის დამფუძნებელმა ესმა ბერიკიშვილმა განუცხადა. სწორედ 8 ივნისია ის თარიღი, როცა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, რესტორნებისა და კაფე-ბარების ღია სივრცეები უნდა გაიხსნას.

თუმცა, ბარის დამფუძნებელი ამბობს, რომ დედაენის ბაღში, სადაც “ბაუჰაუსი” მდებარეობს, ამ დროსითვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, შესაბამისად, ამ პირობებში ბარს გახსნა გაუჭირდება. ესმა ბერიკიშვილი ვარაუდობს, რომ ბარი მუშაობას ივნისის შუა რიცხვებში განაახლებს.

“დღეს პრობლემაა ის, რომ არ ვიცით ზუსტად როდის გაიხსნება დახურული სივრცეები, “ბაუ ჰაუსში” გარეს სივრცესთან ერთად დახურულიც გვაქვს. ასევე უცნობია რა კონკრეტული რეკომენდაციები ექნება ჩვენს სეგმენტს. ჩვენი გაერთიანება რესტორნებთან შეუძლებელია, იმიტომ რომ სრულიად სხვა სპეციფიკით ვმუშაობთ.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ამ რეგულაციების შემუშავების დროს მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ და სახელმწიფომ გაითვალისწინოს ის პრობლემები, რაც ჩვენ ახლა გვაქვს.

სავარაუდოდ, “ბაუჰაუსი” 8 ივნისს ვერ გაიხსნება, რადგან დედა ენის ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებია, თუმცა ვაპირებთ, რომ რამენაირად მოვახერხოთ და იმ რეგულაციებით, რომლებიც რესტორნებისთვის არის შემუშავებული, ივნისის შუა რიცხვებში გავიხსნათ”, ამბობს ესმა ბერიკიშვილი, რომელიც ბარების “ბაუჰაუსისა” და “პოლიტიკას” დამფუძნებელია.

დედაენისა და 9 მარტის ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, მისი დასრულება კი ხელშეკრულებით 2020 წლის აგვისტოს ბოლოსაა დაგეგმილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები