ბექა გონაშვილმა საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან სოციალრ ცსელში დაწერა.
"გადავწყვიტე ამჯერად საბოლოოდ დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი, ასევე სხვა მომიჯნავე ორგანიზაციები, სადაც ვიყავი წარმოდგენილი როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელი", - დაწერა გონაშვილმა.
მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში ბევრი პირადი წყენა მიიღო ასოციაციის საქმიანობით.
ძვირფასო მეგობრებო, 2010 წლიდან მოყოლებული საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია / Shepherds Association of Georgia -ს ვხელმძღვანელობ. ერთ-ერთი აქტიური და “გაბაზრებული” ასოციაცია ვართ, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი ისე ვერ მოვაწყვეთ როგორც გულით გვინდოდა. განსაკუთრებულად ვეცადე პრაგმატულები ვყოფილიყავით და გამოგვეყვანა როგორც მთავრობასთან კოოპერაცია ისე ფერმერებთან თანამშრომლობით საერთო პრობლემების გადაწყვეტა:
- ირანის ბაზრის გახსნა (2010 წელი)
- ცხვრის გადასარეკი ტრასის დარეგისტრირება(2010- დან დღემდე ჩემი ტკივილია)
- სხვადასხვა საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებში ჩვენი სახელის დაფიქსირება, მათ შორის მატყლის მიმართულებით
- სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მიღება ქართული ცხვრის პოპულარიზაციის კუთხით და ასევე სხვადასხვა ქვეყნებში სიახლეების და ჯიშების მიღწევების გაზიარება;
- გასაბანებლების (ბიო უსაფრთხოების წერტილების) მოწყობა, რომელიც მერსი ქორფსის და პირადად ჰელენ ბრადბერის ძალიან აქტიური ჩართულობით და დახმარებით მოეწყო. ახლა უკვე 7 ლოკაციაზეა, სადაც ფერმერებს შეუძლიათ გააბანონ წრპ და მრპ უფასოდ.
- ასევე მერსი ქორფსის დახმარებით დასაწყურებლების მოწყობა
- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების გაიჯარების პროგრამა მიღებაში წვლილის შეტანა;
- აქტიური წვლილი შევიტანეთ სახელმწიფო იდენტიფიკაცია, რეგისტრაციის პროგრამის დანერგვაში (თუმცა ბევრი შეუსაბამობა და დაუხვეწელობაა და ამაზე ბევრია სამუშაო რომ მივიღოთ ადექვატური პროგრამა);
- არის კიდევ სხვა რიგი საკითხები, რომელსაც აღარ დავკონკრეტდები, ბევრიც იყო პერსონალური დახმარება.
მიუღწეველი საკითხები:
- დღემდე დიდი ტკივილია ჩემთვის ცხვრის გადასარეკი ტრასების დარეგისტრირება, მოწყობა და მისი მართვის იურიდიული საკითხები, რომელიც მიმაჩნია რომ მეცხვარეთა ასოციაციის აქტიური ჩართულობით უნდა ხდებოდეს.
- ცხვრის მატყლისთვის მეტი ღირებულების შეძენა რომ აღმოვფხვრათ ახლანდელი პრობლემა, გადაყრა ჯობია ვიდრე გაყიდვა. (ამაზე გვქონდა უკვე ძალიან ინოვაციური მიღწევა ნაპოვნი და იმედი მაქვს მომავალში ვინმე განახორციელებს, თუმცა მიმაჩნია რომ მატყლის პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია პროექტს რომელიც მხოლოდ ფერმერთა გაერთიანებით, ანუ მეცხვარეთა ასოციაციით იქნება შესაძლებელი.
ბოლო პერიოდში ბევრი პირადი წყენა მივიღე ამ ასოციაციის საქმიანობით, განსაკუთრებით საძოვრების გაიჯარების პროგრამით, რაც მიმაჩნია რომ იდეალურისგან შორსაა მაგრამ სწორი ნაბიჯებია გადადგმული და საძოვრის იჯარა მხოლოდ მას უნდა შეეძლოს ვისაც ჰყავს მოსაძოვებელი და მეცხვარე და მეძროხე არ უნდა დაიჩაგროს გარეშე პირების მიერ.
მე არ ვარ საჯარო პირი კლასიკური გაგებით, მაგრამ თმენის ვალდებულებაც ნამდვილად არ მაქვს, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში როცა ადამიანის უბრალოდ დაბრალება გინდა და არა გააზრება, გამოსავალი როგორ ვიპოვოთ. ცუდია როცა ანალიტიკურ მოსაზრებას ვინმე მიზანმიმართულ გეგმად გითვლის ფერმერების მდგომარეობის გაუარესებისაკენ.
ამიტომ გადავწყვიტე ამჯერად საბოლოოდ დავტოვო საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტი, ასევე სხვა მომიჯნავე ორგანიზაციები, სადაც ვიყავი წარმოდგენილი როგორც ასოციაციის თავმჯდომარე ან მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენელი.
მინდა ყველას გადაგიხადოთ დიდი მადლობა ამ 13 წლიან თანამშრომლობის პერიოდზე წარმოშობილ ურთიერთობებზე, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან ღირებულია.
განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას მედიას, ჟურნალისტებს, თქვენი დიდი მხარდაჭერა მქონდა ყოველთვის და იმ 3 წლის მანძილზე თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო Rati Kochlamazashvili უდიდესი ძმობისთვის და ცოდნის გაზიარებისთვის, მიყვარხარ ძმაო!
განსაკუთრებული მადლობა Nino Zambakhidze Giorgi Jakh Giorgi Khanishvili Maia Mosiashvili Nata Sisvadze & Team Helen Bradbury დიდი მადლობა ლევან დავითაშვილს, Giorgi Kvirikashvili, გახარია და ბატონ Irakli Garibashvili-განსაკუთრებით შარშან გადმორეკვის დროს რუსთავთან შექმნილ პრობლემის მოგვარებაში ჩართულობისთვის დიდი მადლობა Nino Tsilosani და Gigla Agulashvili და მთელ პარლამენტის აგრარული კომიტეტის აპარატს, განსაკუთრებით ბატონ ივერი ახალბედაშვილს.
დიდი მადლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და გუბერნატორებს, განსაკუთრებით გიორგი დოხტურიშვილი / Giorgi Dokhturishvili-ს და მის მოადგილეს Nika Kobakhidze; ასევე მადლობა ბატონ ბაკურ კვეზერელს და Zura Bezhanishvili. დიდი მადლობა მთელ სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency. მადლობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მეც მაქსიმალურად ვეცადე გამეცა ინფორმაცია რაც ვიცოდი რათა მეტად დამენახვებინა საჭიროებები და პრობლემები მეცხვარეობის დარგის.
შორს არ მივდივარ, მეცხვარეობის დარგში ვრჩები რა თქმა უნდა, ვაგრძელებ სიახლეების დანერგვას და რა თქმა უნდა ვეცდები გაზიარებასაც ვისაც სურვილი ექნება", - წერს გონაშვილი.