12 დეკემბრის ვაჭრობა ლარის გამყარებით დაიწყო. ამ დროისთვის Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8475 ლარს შეადგენს. ეს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, დოლართან მიმართებით ლარის ყველაზე მყარი კურსია.
ეს ჯერ ოფიციალური კურსი არაა, თუმცა სავარაუდოდ, აღნიშნული გამყარება ლარის ოფიციალურ კურსზეც აისახება; მას სებ-ი 17:00-ზე გამოაქვეყნებს.