მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა იმართება

5de3c1bac3a18
თელარა გელანტია
02.12.19 09:45
869
დღეს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა იმართება.

შეგახსენებთ: ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად 2019 წლის ივლისში წაუყენეს. საქართველოს გენერალური პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16.7 მლნ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ადანაშაულებს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.

მიმდინარე წლის აგვისტოში სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. პროკურატურამ ამ ზომას უწოდა "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღება".

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს აღკვეთის ღონისძიებად 700 000-700 000 ლარის გირაო აქვთ შეფარდებული.