მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოლარში გამოსახული ქართული საშუალო ხელფასი 2021 წელს უფრო ნაკლებია, ვიდრე 2013-ში იყო

6142f53d6ba49
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.21 19:20
6266
საქსტატმა 2021 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ის 1,328 ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 177.9 ლარით მეტია. თუკი საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობას შევხედავთ, ვნახავთ, რომ ის ინფლაციის ტემპს მხოლოდ 2.7%-ით აღემატება, შესაბამისად წელს ხელფასების მსყიდველუნარიანობა 2.7%-ით არის გაზრდილი, არაერთ სექტორში კი ხელფასების ზრდის ტემპი ინფლაციაზე დაბალია, რაც ნიშნავს, რომ აქ საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა შემცირებულია.

თუმცა, გაიზარდა თუ არა საშუალო ხელფასის მოცულობა თუკი მას აშშ დოლარში გადავიყვანთ?

ქვეყანაში არსებული 1,328 ლარის საშუალო ხელფასი ამჟამად $426.6 დოლარის ტოლია, რაც 2020 წლის საშუალო ხელფასს $51.3 დოლარით აჭარბებს. მაგრამ, თუკი უფრო გრძელვადიან პერიოდს შევხედავთ, დავინახავთ რომ დოლარში გამოსახული საშუალო ხელფასი ყველაზე მაღალი 2013 წელს იყო, როდესაც 773 ლარის საშუალო ხელფასი $450 დოლარს უდრიდა. მას შემდეგ, დოლარის ღირებულება 81%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ლარში გამოსახული ოფიციალური საშუალო ხელფასის მატების მიუხედავად, დოლარში ის მაინც უფრო მცირეა, ვიდრე 2013 წელს იყო. 

ზოგადად, უცხოელი ინვესტორები ქვეყნების საშაულო ხელფასის შეფასების დროს საშუალო ანაზღაურების მოცულობას არა ეროვნულ ვალუტაში, არამედ აშშ დოლარში აფასებენ, რაც მათ სხვადასხვა ქვეყანაში შრომის ღირებულების შეფასებაში ეხმარება. ამათან, მაღალი დოლარიზაციის და იმპორტდამოკიდებულების მქონე ეკონომიკის პირობებში ხელფასის მოცულობის აშშ დოლარში შეფასება ლოგიკური პრაქტიკაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები