მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დრონების საწარმოებლად თავდაცვის სამინისტრომ პოლონურ WB Electronics-თან ერთობლივი კომპანია დააფუძნა

62a20bc5c26f0
BM.GE
10.06.22 00:15
1750
ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია “დელტა” წლის ბოლომდე ქართული დრონების წარმოებას დაიწყებს. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში გამოსვლისას ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა.

2021 წლის დეკემბერში “დელტამ” და პოლონურმა სამხედრო ტექნოლოგიურმა ფირმა WB Electronics-მა დააფუძნეს ერთობლივი კომპანია შპს დელტა-ვებე, რომელშიც 50%-50%-იანი წილები ეკუთვნით.

თავად WB Electronics-ი პოლონეთის შეიარაღებული ძალებისთვის სადაზვერვო და შეტევით დრონებს აწარმოებს.

"კომპანია შპს "დელტა ვებე" წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. პარალელურად, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით, რაც საშუალებას იძლევა, გაიზარდოს დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე.

„თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები. გაიმართა 6 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე 4 ერთეული მი-24, 3 ერთეული იროკეზი UH-1H და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება.

დაიწყო ნატოს სტანდარტების ავტომატური GI-4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესი. მიმდინარეობს დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ, საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები