S&P Global Mobility-ს უახლესი კვლევის თანახმად, Tesla-ს წილს ახლა უკვე სხვა კომპანიების საშუალო ფასიანი ელექტრომობილები იკავებენ, მათ შორისაა: Hyundai Ioniq 5, Chevrolet Bolt, VW ID.4 და Mustang Mach-E.
ანალიტიკოსების შეფასებით, უახლოეს მომავალში Tesla ისევ გააგრძელებს ბაზარზე დომინირებას, თუმცა დროთა განმავლობაში მისი წილი შემცირდება და სხვა კომპანიების მის ჩანაცვლებას შეძლებენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ელექტრომობილების ბაზარზე განსაკუთრებით მზარდი ტენდენცია ამერიკულ და კორეულ კომპანიებს აქვთ, იაპონური ავტომწარმოებლები კი პოზიციას კარგავენ.
მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილება ძირითადად ორი ფაქტორითაა განპირობებული, პირველ რიგში ეს კონკურენციის გაძლიერებას უკავშირდება, რაც მოსალოდნელიც იყო, მერე საკითხი კი უშუალოდ კომპანია Tesla-სთანაა დაკავშირებული, რომელიც დინამიკურ ბაზართან ადაპტირებას აგვიანებს და 30,000 დოლარზე იაფიანი ელექტრომობილის გამოშვებას აჭიანურებს, რაც Chevrolet-ის მსგავს კომპანიებს ბაზრის ამ სეგმენტის ათვისების საშუალებას აძლევს.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების ბაზარზე გერმანული კომპანიების (Mercedes, BMW, Audi, Porsche) წილი სტაბილურად იზრდება, ხოლო ჩინური კომპანიები, კერძოდ, BYD და Neo უახლოეს მომავალში აშშ-ის ბაზარზე ოფიციალურად შესვლისთვის ემზადებიან.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.