სებ-ი აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით, ბანკის ყიდვით დაინტერესებულ პირებს მათთვის ჯერ მიმართვა არ გაუკეთებიათ. ამასთან, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ბანკის გაყიდვა მოხდება საერთაშორისო სანქციებთან სრულ შესაბამისობაში.
"ჩვენთვის ცნობილია, რომ ვითიბი ბანკის ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს, თუმცა ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს;
თუმცა შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
გამომდინარე იქიდან, რომ ვითიბი ბანკი არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
"ვითიბი ბანკის" შესაძლო მყიდველზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე:
ვინ ყიდულობს VTB BANK Georgia-ს? - BMG-ის ექსკლუზივი
ვინ ყიდულობს VTB BANK Georgia-ს? - BMG-ის ექსკლუზივი