სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.
გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2019 წლის ოქტომბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).
1. ნიორი, ფასი გაიზარდა 96.7%-ით;
2. მსხალი - 69.0%-ით;
3. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით;
4. მანდარინი - 66.8%-ით;
5. საზამთრო - 57.3%-ით;
6. ფორთოხალი - 36.1%-ით;
7. წიწიბურა - 35.5%-ით;
8. მწვანილი - 34.1%-ით;
9. შაქარი - 33.3%-ით;
10. ხახვი - 32.4%-ით.
„თვის ლიდერები“ (პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად გაძვირდა მოცემულ თვეში):
იანვარი: კომბოსტო - 75.0%-ით;
თებერვალი: კომბოსტო - 115.8%-ით;
მარტი: კომბოსტო - 166.0%-ით;
აპრილი: კომბოსტო - 171.9%-ით;
მაისი: ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი - 104.1%-ით;
ივნისი: ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი -103.6%-ით;
ივლისი: მწვანე ლობიო - 70.1%-ით;
აგვისტო: საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი - 68.3%-ით;
სექტემბერი: საზამთრო - 91.2%-ით.
ოქტომბერი: ნიორი - 96.7%-ით.
რატომ გაიზარდა ინფლაცია და რას აპირებს ეროვნული ბანკი? - კობა გვენეტაძის განმარტება