მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადაწყვეტილებას საბოლოო დასკვნის საფუძველზე მივიღებთ“ - აზარაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე

6428932f3748c
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.23 00:12
1193
„ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს.

„მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წყლების არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს, თუმცა მშრალად, დათვალიერებითა და რამდენიმე წლის წინანდელი დასკვნებით, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ის რაც მე ვთქვი, ეს იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. როცა რამეს ვარემონტებთ, ან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შევაფასოთ. რესპუბლიკური საავადმყოფო არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი.

დაახლოებით სამი წლის განმავლობაში , ევროპის საინვესტიციო ბანკი სწავლობდა აღნიშნულ შენობას და მათ აქვთ წინასწარი დასკვნები. მე ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ.ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა არაა სწორი.ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. სამედიცინო დაწესებულება ადამიანებს მაღალ სტანდარტსა და სრულ სამედიცინო სერვისის შესთავაზებს. ჩვენ სახელმწიფო კლინიკები უნდა გავაძლიეროთ.“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი არ დარჩება სამსახურისა და ღირსეული ანაზღაურების გარეშე.

„ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში,კი თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების პროექტის სავარაუდო ღირებულებაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, რესპუბლიკური საავადმყოფო 63 000 კვ.მ. ფართობის არის, საიდანაც კოვიდ-პანდემიის დაწყებისას ფორსმაჟორში 6 000 კვ.მ-ზე რემონტი განხორციელდა, რისთვისაც დაახლოებით 11 მლნ ლარი დაიხარჯა. მინისტრი ამბობს, რომ ეს ხარჯი იმ პერიოდისთვის არამიზნობრივი არ იყოს, თუმცა ახლა საავადმყოფოს მხოლოდ გარემონტება ხარჯთეფექტური არ იქნება. 

"ჩვენ თუ გვიდა რომ ეს იყოს მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც 2025 წლიდან კლინიკებისადმი მოთხოვნილ თუნდაც ერთ სტანდარტს დააკმაყოფილებს, შესაბამისი ხარჯვის ნაწილში შევადარებთ ამ ხარჯებს რაც აქამდე იყო გაწეული. 11 მლნ რაც დაიხარჯა 6 000 კვ.მ-ის გარემონტების პირობებში, ჯამში თუ 63 000 კვ.მ.-ია 100 მლნ მეტი დასჭირდება. ამ შემთხვევაში 100 მლნ-ზე მეტი დაიხარჯოს კლინიკაში, რომელი გარემონტებით სტანდარტებთან შეუსაბამო იქნება და კიდევ გადაკეთებას მოითხოვდეს, რაც დამატებით ხარჯებს იწვევს, შესაბამის 200 მლნ-ის ხარჯი შეიძლება მივიღოთ, დეტალები ზუსტდება...“, - აღნიშნა მინისტრმა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები