სპორტული დარბაზებისთვის ოპერირებისთვის ახალი კორონავირუსით - SARS-CoV-2-ით გამოწვეულ ინფექციასთან - COVID-19-თან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები 31-ე დანართშია გაწერილი, რომელიც მიხედვით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და ფიტნეს კლუბების ოპერირებისთვის სავარჯიშო სივრცეში შემდეგი ნორმები უნდა იყოს დაცული:
• დაწესებულების შესასვლელში უნდა მოხდეს თერმოსკრინინგი ტემპერატურის დისტანციურად მზომი ხელსაწყოთი ან ვიდეოსკრინინგით. ცხელების შემთხვევაში, უნდა აღირიცხოს და ეცნობოს 112-ის ცხელ ხაზს.
• შენობის ყველა შესასვლელში უნდა განთავსდეს დეზობარიერები, ხოლო პერსონალისთვის და მომხმარებლისთვის მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას უნდა განთავსდეს სადეზინფექციო ხსნარები მათი სწორად მოხმარების წესებით;
• საერთო მოხმარების სივრცეებში ადამიანებს შორის დისტანცია 2 მეტრი უნდა იყოს, ხოლო ვარჯიშის კონტაქტური სახეობებისთვის დასაშვებია უსაფრთხო დისტანციის განსხვავებული ნორმის დაცვა;
• კლუბის ტერიტორიაზე ნებისმიერი პირის მიერ გამოყენებული ხელსახოცები და სხვა ნარჩენები დახურულ კონტეინერში განთავსების შემდეგ დროულად უნდა იქნეს გატანილი შესაბამისი პირის მიერ;
• საერთო გამოყენების სველი წერტილები 1 საათიანი ინტერვალით უნდა დასუფთავდეს;
• უპირატესობა უნდა მიენიჭოს უნაღდო ანარიშსწორებას; ნაღდი ფულის მიღების შემთხვევაში უნდა მოიყენონ ხელთათმანები;
• მიმღებში უნდა დამონტაჟდეს გამჭვირვალე ბარიერები;
• დახურული სივრცეები უნდა განიავდეს ბუნებრივი ვენტილაციით, ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში კი, უნდა განხორციელდეს საინჟინრო კონტროლი. ამასთან, არასამუშაო საათებში ვენტილაცია ჩართული უნდა იყოს მინიმალური სიჩქარით; ვენტილაცია სანიტარულ კვანძებში 24/7-ზე უნდა მუშაობდეს, ხოლო საყოფაცხოვრებო კონდინციონერის გამოყენების შემთხვევაში, ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება უნდა მოხდეს.
• დღის ბოლოს საერთო სავარჯიშო და დამხმარე სივრცეები სველის წესით უნდა დალაგდეს, რომლის შემდეგაც სივრცეები „ორპისი ქარის“ პრინციპით უნდა განიავდეს;
• ყველა პირისთვის სავარჯიშო სივრცეში შესვლისას სავალდებულოა, ხელის დაბანა გამდინარე წყლით ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება;
• საშხაპეების გამოყენება დაუშვებელია თუ კაბინები ერთმანეთისგან იზოლირებული არაა გამყოფი ტიხრებით. თუ საშხაპეები არ არის გამოყოფილი ერთმანეთისგან, ის უნდა დაილუქოს, ხოლო ბარიერების არსებობის შემთხვევაში საშხაპეები მუდმივად უნდა დამუშავდეს 1 საათიანი ინტერვალით შესაბამისი ხსნარით და სტანდარტებით ყოველი გამოყენებისა და დღის ბოლოს;
• ვიზიტორებისთვის კარადები უნდა იყოს გამოყოფილი ერთის გამოტოვებით;
• სავარჯიშო სივრცეში შესული მომხმარებლების რაოდენობა უნდა აღირიცხოს;
• ბართან უნდა დამონტაჟდეს გამჭვირვალე ბარიერი და იკრძალება საკვებისა და სასმელის მიღება.
ჯგუფური ვარჯიშების დროს:
• მომხმარებლები მიიღებიან წინასწარი ჩაწერით;
• იოგაზე, პილატესსა და სხვა ჯგუფურ ვარჯიშებზე ინსტრუქტორსა და მომხმარებელს შორის ფიზიკური კონტაქტი უნდა შეიზღუდოს;
• ჯგუფური ვარჯიშის დარბაზში დაშვებულია ვიზიტორები 2 მეტრის დისტანციით დაიშვებიან და ერთ ვარჯიშზე ადამიანების რაოდენობა 10-ს არ უნდა აღემატებოდეს;
ინდივიდუალური ვარჯიშების დროს ინსტრუქტორებმა უნდა დაიცვან დისტანცია და თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან.
რაც შეეხება სატრენაჟორო დარბაზებს:
• დარბაზში ყოველ 6 მ2-ზე დაიშვება 1 ვიზიტორი;
• გასახდელი გამოიყენება მხოლოდ პირადი ნივთებისთვის და მომხმარებლებმა ვარჯიშისას მხოლოდ პირადი ნივთები უნდა გამოიყენონ: გასახდომი ქამრები, ხელთათმანები და ა.შ.
• ყველა პირი კლუბში შემოსვლისა და ყოფნისას ყველა ზონაში ვალდებულია, ატაროს ნიღაბი გარდა მაღალი ინტენსივობის ვარჯიშების შესრულებისას (კარდიო, ანაერობული, ფიქსირებული მძიმე წონითი ვარჯიშები ჰამერზე, სხვა მაღალინტენსიური აქტივობა)
• ტრენაჟორებს და კარდიოტრენაჟორებს შორის დაცული უნდა იყოს 2 მეტრიანი დისტანცია, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მოიყოს ტიხრებით. თუ ერთ-ერთი პირობა მაინც არ სრულდება, ინვენტარი უნდა დაილუქოს;
აღსანიშნავია, რომ ინვენტარი უნდა დასუფთავდეს 1 საათიანი ინტერვალით, კაპიტალური დეზინფექცია კი, ყოველი დღის ბოლოს უნდა მოხდეს.
ჯგუფური ვარჯიშების დროს 1 საათში ერთხელ უნდა იყოს სანიტარული შევენება, რა დროსაც მოხდება სივრცის დასუფთავება, რის შემდეგაც მიიღება მეორე ჯგუფი.
ვიზიტორებისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი/ხალათი - ერთჯერადი შეფუთვით. გამოყენების შემდეგ პირსახოცები ადგილზე დარჩება, რომელსაც პერსონალი დამცავი საშუალებებით მოაგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს ნიშანდებულ კონტეინერში.
არ შეიძლება პირსახოცების და ხალათების იატაკზე მოგროვება, გაფერთხვა ან შეუფუთავად ტრანსპორტირება. მომხმარებელს შეუძლია პირადი პირსახოციც გამოიყენოს.
რეკომენდაციებში გაწერილია ასევე თეთრეულის რეცხვა-დეზინფექციის, სანიტარული კვანძების დალაგების წესები და სპორტსმენებისა და პერსონალის ვალდებულებები.
რეკომენდაციებში გაწერილია ასევე თეთრეულის რეცხვა-დეზინფექციის, სანიტარული კვანძების დალაგების წესები და სპორტსმენებისა და პერსონალის ვალდებულებები.