ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში, გასულ წელს, 2020 წელთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი 24.6%-ით გაიზარდა და 2 მლრდ 006.2 მლნ კვტ.სთ-ს მიაღწია.
კერძოდ, რუსეთიდან 1 მლრდ 244.9 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, თურქეთიდან – 161.2 მლნ კვტ.სთ, აზერბაიჯანიდან კი 600.1 მლნ კვტ.სთ.
ესკო-მ ასევე გამოყო ელექტროენერგიის ის მოცულობა, რომელიც რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის შემოვიდა და ეს მაჩვენებელი გასულ წელს, 2020 წელთან (285.2 მლნ კვტ.სთ) შედარებით, თითქმის 3.5-ჯერ გაიზარდა და 992.7 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პროგნოზს, ეკონომიკის სამინისტრო 2 მლრდ 366.7 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტს ვარაუდობს, რაც 2021 წელთან შედარებით 18%-ით მეტია.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს რამდენიმე თვე "ენგურჰესი" რეაბილიტაციის გამო გაჩერებული იყო, რამაც იმპორტზე წნეხი დამატებით განაპირობა.