მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიამ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა

5dc968bf165d6
დავით ჯალაღონია
11.11.19 17:56
6641
პრემიერის ბრძანებით, სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს თავმჯდომარე ალექსანდრე რევია თანამდებობიდან გათავისუფლდა. 

შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. გათავისუფლების მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.

რევია საჯარო დაა კერძო თანამშრომლობის სააგენტოს 2019 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროგრამა ჩავარდა და მისი მიზნები არ სრულდება. ამ არგუმენტის გასამყარებლად წილოსანმა უწყების ბიუჯეტის ათვისების დაბალი ტემპები დაასახელა. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, აღნიშნული უწყებისთვის 500 ათასი ლარია გამოყოფილი, საიდანაც 8 თვეში, 140 ათასამდე დაიხარჯა. 

გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა პარლამენტში ერთ-ერთ კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონი კარგად არ მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ" საქართველოს კანონი 2018 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა, ამ კანონის აღმასრულებელი სააგენტო კი 2019 წლის თებერვალში დაფუძნდა. უწყების ხელმძღვანელთან ინტერვიუს შეთანხმებას, BM.GE სამომავლოდ ისევ შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები