მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გლოვოს“ კურიერები შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ - საპროტესტო აქცია

6013f6f22f7a6
BM.GE
29.01.21 15:57
3266
კომპანია Glovo-ს კურიერები შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ და აქციას მართავენ. კომპანიის კურიერების ნაწილი უარს აცხადებს მისამართებზე გასვლაზე, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

Glovo-ს წარმომადგენელმა ოფისთან შეკრებილ კურიერებს განუცხადა, რომ კომპანიის მენეჯერი მათთან შეხვედრას 10 თებერვალს გამართავს. 

კურიერების განცხადებით, კომპანიამ მათი გასამრჯელო ანუ თითოეული გამოძახებიდან მიღებული განაკვეთი შეამცირა. 

"ტარიფები შეცვალეს, ძალიან დაიწია, ბონუსიც შეცვლილია, "ჩაის" (გასამრჯელოს) გვპარავენ, ადამიანური პირობები არ გვაქვს. მე რომ ობიექტზე მივდივარ, იქ 40 წუთს არ უნდა მალოდინებდნენ, ეს მოგვარებული უნდა იყოს. კვირაში 180 ლარი რომ გამოგივიდეს, დღეში 12 საათი არანორმალურ რეჟიმში უნდა იმუშაო, ოჯახი არ უნდა გახსოვდეს და ადამიანს არ უნდა ჰგავდე", - განაცხადა აქციაზე Glovo-ს კურიერმა. 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები