მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის საძიებო სისტემასა და Maps-ში აბორტის სერვისი მქონე კლინიკები ცალკე გამოჩნდება

6308d7eba4cbd
გიორგი თოლორდავა
27.08.22 00:00
1055
კომპანია Alphabet-ის გადაწყვეტილებით, Google-ის საძიებო სისტემაში აბორტის მაძიებლები სპეციალურ ინფორმაციას მიიღებენ იმ კლინიკების შესახებ, რომლებიც მოსახლეობას აბორტის სერვისს სთავაზობენ.

გარდა ამისა, Google Maps-ში გამოჩნდება იმ ვერიფიცირებულ სამედიცინო დაწესებულებათა სია, რომელთაც აბორტის სერვისები აქვთ.

აღნიშნული განახლება პირდაპირ კავშირშია 21 დემოკრატი კონგრესმენის მიერ კომპანიისთვის გაგზავნილ განცხადებასთან, რომლითაც კანონმდებლები მოითხოვდნენ, რომ Google-ს მომხმარებლისთვის დადასტურებული, ვერიფიცირებული ინფორმაციის მიწოდება უზრუნველეყო.

გასათვალისწინებელია, რომ ივნისში აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ 1973 წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების (Roe vs Wade) შეცვლით, ქვეყნის მასშტაბით აბორტის კონსტიტუციური უფლება გაუქმდა და შტატებს მიეცათ უფლება, ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად გადაწყვიტონ იქნება თუ არა მათ იურისდიქციაში აბორტი ნებადართული ან აკრძალული.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზოგიერთ შტატში მნიშვნელოვნად გამკაცრდა აბორტის სერვისის მიღება და მოქალაქეებს ხშირად საკუთარი საცხოვრებლის დატოვება და ისეთ შტატში წასვლა უწევთ, სადაც აბორტი ნებადართულია - სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება Google-ის ბოლო განახლება, რომელიც მოსახლეობას კვალიფიციური კლინიკების აღმოჩენაში დაეხმარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები