მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიები - 2021 წლის რეიტინგი

61f3fbb492f0b
თელარა გელანტია
28.01.22 18:19
3643
საქართველომ 2021 წელს ღვინის ექსპორტით 239.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს ($210.3 მლნ) 13.8%-ით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ექსპორტის საერთო რაოდენობაში რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, თუმცა ღვინის ეროვნული სააგენტო აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით.

საინტერესოა ისიც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართული ღვინის ექსპორტმა ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად გადააჭარბა 1 მილიონ ბოთლს.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი შარშან 441-მა კომპანიამ განახორციელა.

Bm.ge-მ საქსტატიდან იმ TOP-10 კომპანიის სია გამოითხოვა, რომელთაც შარშან ყველაზე მეტი ღირებულების ღვინო გაიტანეს ექსპორტზე:

1. შპს ასკანელი ძმები
2. შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
3. შპს ტიფლისსკი ვინნი პოგრებ
4. შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია
5. სს თბილღვინო
6. სს ბადაგონი
7. სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა
8. სს თელავის ღვინის მარანი
9. შპს Bolero & Company
10. შპს GVMT Group.

ცნობისთვის: ექსპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები