"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორის ირაკლი ბაბუხადიას განცხადებით, 2018-2020 წლებში "ჯივიპიმ" წყალმომარაგების სისტემის განახლებისთვის სარეაბილიტაციო პროექტები თბილისის ყველა რაიონში ჩაატარა.
მისი ინფორმაციით, 400-ზე მეტ ქუჩაზე შეიცვალა 250 კმ წყალსადენისა და წყალარინების ქსელი, შედეგად შემცირდა მილსადენებზე დაზიანებები და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული დისკომფორტი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მომსახურების ხარისხი.
"ბოლო სამ წელიწადში კომპანიამ 300 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა წყალმომარაგების სისტემის განახლება- განვითარების მიზნით. ჯივიპი გააგრძელებს ქალაქის ყველა რაიონში სისტემების განვითარებაზე ზრუნვას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით”, - განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.
მისივე თქმით, მომდევნო წლებში იგეგმება არაერთი მსხვილი პროექტი, რაც კიდევ უფრო საიმედოს გახდის დედაქალაქის წყალმომარაგებას.