მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკმა $4 მილიარდის ღირებულების TESLA-ს აქციები გაყიდა

636b6c196eaed
გიორგი თოლორდავა
09.11.22 13:03
724
მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა 4 მილიარდი დოლარის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა. საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ბიზნესმენმა საკუთარი კომპანიის აქციების ბირჟაზე გასაყიდად გატანის გადაწყვეტილება გასულ კვირას მიიღო.

ილონ მასკს და კომპანიის ოფიციალურ წარმომადგენლობა არ განუმარტავთ, თუ რატომ მიიღო Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს Twitter-ის 100%-იანი წილის 44 მილიარდ დოლარად შეძენას უკავშირდებოდეს.

სავარაუდოა, რომ მასკმა Tesla-ს აქციები საკუთარი ქონების გასანაღდებლად გაყიდა, აღნიშნული $4 მილიარდი კი Twitter-ის შეძენას მოხმარდა.

საერთო ჯამში, წელს ილონ მასკმა საფონდო ბირჟაზე $36 მილიარდის ღირებულების Tesla-ს აქციები გაყიდა, ამჟამად კი ის კომპანიის 14%-იანი წილის მფლობელია.

მართალია, Forbes-ის მიერ მასკის ქონება თითქმის 200 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, თუმცა მისი ქონების უდიდეს ნაწილს კომპანიები და საინვესტიციო პორტფელი წარმოადგენს, შესაბამისად, Twitter-ის შესაძენად საჭირო 44 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით მასაც კი არ აქვს, გამომდინარე აქედან, Twitter-ის შესაძენად საჭირო თანხის მოსაზიდად მან საინვესტიციო ბანკებსა და კერძო ფონდებს მიმართა.

13 მილიარდ დოლარი - ეს იმ თანხის მოცულობაა, რომელსაც მასკი ბანკებისგან ვალის სახით იღებს, მათ შორის, ყველაზე დიდ მოცულობას კი მასკის რჩეული საინვესტიციო ბანკი - Morgan Stanley გასცემს, რომელსაც მილიარდერი მეწარმის ამბიციური პროექტები აქამდეც არაერთხელ დაუფინანსებია. როგორც წესი, მსგავსი მასშტაბის ტრანზაქციების სანაცვლოდ საინვესტიციო ბანკები 1-3%-იან საკომისიოს იღებენ.

აგრეთვე აღსანიშნავია, რომ თანხის მოზიდვაში ილონს მასკს მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-იც ეხმარება. კომპანიის დამფუძნებლისა და დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კრიპტობირჟამ მასკის გეგმის დასაფინანსებლად 500 მილიონი დოლარი გამოყო.

ვალის მოცულობა საფინანსო ორგანიზაციების მიხედვით ასე ნაწილდება:

Morgan Stanley - $3.5 მლრდ
Bank of America - $2.7 მლრდ
Barclays - $2.7 მლრდ
MUFG - 2.7 მლრდ
BNP Paribas - $650 მლნ
Mizuho - $475 მლნ
Societe Generale - $275 მლნ

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.