მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისრაელის 60% უდაბნოა, მაგრამ სოფლის მეურნეობის პროდუქციის მხოლოდ 5%-ია იმპორტირებული" - ელჩი

5e6533b2e7385
ანი ციხისთავი
08.03.20 21:20
7925
"ისრაელის 60% უდაბნოა, მხოლოდ 20%-ია ისეთი ნაყოფიერი მიწა, რომ მასზე მოსავლის მოყვანა შეძლო”,- ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა ისაუბრა.

ელჩის თქმით, მშრალი კლიმატური პირობების მიუხედავად, დღეს ისრაელში სოფლის მეურნეობის პროდუქციის 95%-ს ქვეყანაში აწარმოებენ.

“ისრაელში სტარტაპ-კომპანიებმა შექმნეს უფასო აპლიკაცია, რომელიც ფერმერებს მოსავალთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში ეხმარება. თუ ფერმერები თავიანთ მოსავალში რაიმე პრობლემას აღმოაჩენენ, მათ შეუძლიათ გადაუღონ ფოტო მოსავალს, ატვირთონ და რამდენიმე წუთში აპლიკაციისგან მიიღებენ პასუხს, თუ რა პრობლემაა და რჩევას, თუ როგორ მოიქცნენ,"- განაცხადა რან გიდორმა. 

ელჩის თქმით, 1992 წლიდან 2020 წლამდე ისრაელის სახელმწიფომ 1500-ზე მეტ ქართველს ჩაუტარა ტრენინგი სოფლის მეურნეობაში.

“ყოველწლიურად გვაქვს 80 სატრენინგო კურსი ისრაელში სოფლის მეურნეობის მიმართულებით და არა მხოლოდ. 2 კვირის წინ მაშავსა და USAID-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის საშუალებითაც ქართველ განმცხადებლებს აღარ მოუწევთ ისრაელში წასვლა და შესაძლებლობა მიეცემათ ტრენინგი საქართველოშივე მიიღონ”,- აღნიშნავს ისრაელის ელჩი საქართველოში.