მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეთხილეებისთვის აგრობარათებზე დარიცხული ₾14 მლნ-დან ₾3.2 მლნ-ის ქულებია განაღდებული - მინისტრი

644106962461d
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 14:00
607
მეთხილე ფერმერების ხელშეწყობისთვის აგრობარათებზე დარიცხული ₾14 მლნ-დან ამ ეტაპისთვის ₾3.2 მლნ-ის ქულებია განაღდებული - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას განაცხადა.

უწყების ანგარიშის წარდგენისას მან 2022 წელს მეთხილეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მიერ დაწყებულ სუბსიდირების პროგრამასა და თხილის ბარების რეესტრის შესახებ ისაუბრა.

„2022 წელს, სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე თხილის მწარმოებელმა ფერმერებმა ვერ შეძლეს აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება, რამაც გამოიწვია მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირება, კერძო სექტორმა ვერ მიიღო სათანადო შემოსავალი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვეხმარებით თხილის სექტორს და ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, მიიღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას, რის საშუალებითაც მოხერხდება აგროტექნიკური ღონისძიებების სათანადოდ ჩატარება. მიმდინარე მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 85 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე აგრობარათებზე დარიცხულია 14 მლნ ლარამდე, განაღდებული ქულების რაოდენობა 3,2 მლნ ლარს აღწევს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ თხილის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ისიც დასძინა, რომ პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მლნ ლარი გამოიყოფოდა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ კი სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ამ გადაწყვეტილების მიღება ორი გარემოებით, პირველი - ქვეყნის შიგნით 2022 წელს არსებული კლიმატური პირობების გამო, თხილის მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირებით და მეორე - საერთაშორისო ბაზრებზე ევროსა და დოლარის გაუფასურების ფონზე, მოთხოვნის შემცირებისა და თხილის ფასის შემცირებით ახსნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები