მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპის საკონსერვო ქარხნის პროდუქტი ექსპორტზე 4 ქვეყანაში გადის - წარმოებაში გამოწვევებზე საუბრობენ

618e7cd56abdf
ვიქტორია მღებრიშვილი
12.11.21 22:18
1389
კასპის საკონსერვო ქარხანამ კონსერვი ოქტომბერ-ნოემბერში ისრაელში, აშშ-ში, სომხეთსა და ავსტრიაში გაიტანა. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნულ პერიოდში კასპის საკონსერვო ქარხანამ სხვადასხვა დასახელების 100 000-მდე ქილის ექსპორტი განახორციელა.

„კონსერვის ექსპორტი სეზონურად ხორციელდება, რადგან ზაფხულში, როდესაც ცოცხალი ხილია, კონსერვზე მოთხოვნა არ არის, ხოლო სეზონის გასვლის შემდეგ მოთხოვნა იზრდება. ოქტომბრიდან დღემდე ოთხ ქვეყანაში დაახლოებით ხუთი კონტეინერი გავუშვით.

პანდემიური მდგომარეობიდან და მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე ახალ ბაზრებზე შესვლა გვიჭირს.

გადაზიდვების, საიმპორტო ბაზრებზე შესაფუთი მასალის, ასევე ქვეყანაში კომუნალური გადასახადების გაძვირებამ პროდუქტის ფასი თითქმის 10-15%-ით გაზარდა, შესაბამისად ამ პირობებში ძველი ბაზრების შენარჩუნებას ვახერხებთ“, - განმარტა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.

ცნობისთვის, კასპის საკონსერვო კომბინატი 2006 წლიდან მუშაობს და 60-მდე დასახელების პროდუქტს ამზადებს. საწარმოში 60 ადამიანია დასაქმებული. წარმოების 80% ექსპორტზეა ორიენტირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები