მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GREEN ENERGY საქართველოში მასშტაბური მზის სადგურების მშენებლობას გეგმავს

BM.GE
12.12.18 09:10
1028
GREEN ENERGY საქართველოში მასშტაბური მზის სადგურების მშენებლობას გეგმავს. როგორც Bmg -ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ განუცხადა, საუბარია ინდუსტრიული დონის მზის სადგურებზე . ამჟამად კი კომპანია მიწის შერჩევის ეტაპზეა და სადგურები სავარაუდოდ გორისა და ქარელის ტერიტორიაზე დამონტაჟდება. ამასთან, როგორც შვანგირაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, ამიერკავკასიაში მზის ენერგიაზე მომუშავე პირველ სასტუმრო DIUS TBILISI უკვე გაიხსნა, სადაც 27კვტ. სიმძლავრის მზის სადგურია დამონტაჟებული. ბოლო 5 თვის განმავლობაში კომპანიას 14 სადგური აქვს დავამონტაჟებული, რომლის საერთო სიმძლავრე 200 კილოვატზე მეტია. საერთაშორისო მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ტერიტორიაზე წელიწადში გვაქვს 1320-დან 1440 მზიან საათამდე, მაშინ როცა გერმანიაში წელიწადში 800 მზიანი საათია, პოლონეთში კი - 950. ჩვენი 1-კილოვატიანი მზის სადგური წელიწადში, საშუალოდ, 1350 კილოვატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც სრულიად საკმარისია პატარა ოჯახისთვის. თვეში ოჯახს ექნება, დაახლოებით, 100 -110 კილოვატ/საათი ელექტროენერგია. დავით შვანგირაძე ამბობს, რომ ელექტროენერგიის დღევანდელი ტარიფიდან გამომდინარე და ისევ პროექტის სირთულის გათვალისწინებით, სადგურის დამონტაჟებაზე გაწეული ხარჯის უკუგება 7-დან 9 წლის პერიოდში ხდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები