მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კულას" პროდუქტებზე ფასები არ გაიზრდება - ივანე გოგლიძე

5e7b7010242bc
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 09:00
3632
„კულას“ პროდუქტებზე მოთხოვნა 25% შემცირდა, თუმცა კონკრეტულად ხორცის კონსერვზე მოთხოვნა 150%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ის გორის საკონსერვო ქარხნის დირექტორმა ივანე გოგლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საწარმო ხორცის კონსერვზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას გაჭირვებით ახერხებს, თუმცა პროდუქტის მიწოდება მაინც ხორციელდება.

„მაღაზიებში მოთხოვნა ძირითადად პირველად მოხმარების პროდუქტებზეა, შესაბამისად ჩვენი პროდუქტის უმრავლეოსბაზე მოთხოვნა დაახოლებით 25%-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა მოთხოვნა ჩვენი ხორცის კონსერვზე დაახლოებით 150%-ით. ჩვენ გაჭირვებით ვახერხებთ მოთხოვნას შევუსაბამოთ მიწოდება, იმიტომ რომ ყველას ახლა უნდა კონსერვი, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებსაც - ჯარი, პოლიცია გაორმაგებულ შეკვეთებს გვაძლევენ. მაღაზიები მათ შორის.

პროდუქტი ახალი შეფუთვით შევა ქსელებში, იმიტომ, რომ თუნუქის შემოტანა პრობლემურია. შესაბამისად შევცვალეთ შეფუთვა, თუმცა ეს პროდუქტზე ფასს არ გაზრდის. ამ დროისთვის მომატებულია ხორცის ღირებულებაც. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს არ აისახოს ჩვენს პროდუქტზე“, - განაცხადა ივანე გოგლიძემ.

„კულას“ დირქტორი ამბობს, რომ ქარხანაში სხვადასხვა დასახელების პროდუქტის წარმოება შეუფერხებლად მიმდინარეობს და ის მათ ნაწარმზე ფასს უახლოესი 2 თვის განმავლობაში არ გაზრდის.

„მარტი, აპრილი, მაისი ჩვენ პროდუქციაზე ფასების ცვლილებას არ ვგეგმავთ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჩვენი პროდუქტი ნაყიდი და დამარაგებული გვქონდა. ხოლო მაისის შემდეგ ახალი ხილი შემოვა - ბალი, ტყემალი, შევხედავთ ფასებს და იმის მიხედვით მოვახდენთ უკვე ფასების კორექტირებას. ამ ეტაპზე ფასების ცვლილებას არ ვაპირებთ ჩვენ მარაგებიდან გამომდინარე და ზრდაზე ლაპარაკი ჩემი მხრიდან სპეკულაცია იქნება“, - განმარტავს გოგლიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები