მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

62e3dadeab38f
BM.GE
29.07.22 17:01
6456
29 ივლისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7652 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 2.28 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8299 ლარი გახდა.

0.85-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3650 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.01 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.44  თეთრი გახდა.