მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

LG სმარტფონების წარმოებას წყვეტს

60671b7abc8da
ნათია თაქთაქიშვილი
02.04.21 19:55
741
სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური კომპანია LG სმარტფონების წარმოების შეწყვეტას გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს.

როგორც კომპანიასთან დაახლოებული პირები აცხადებენ, სმარტფონების გამოშვებაზე დასაქმებული თანამშრომლები კომპანიაში სამუშაო ადგილს შეინარჩუნებენ და მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებაზე გადაიყვანენ.

2020 წლის ბოლოს, კორეულმა კომპანიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში სმარტფონების წარმოება LG-სთვის წამგებიანი იყო. ექსპერტების თქმით, LG-ის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ინოვაციურობისა და კონკურენტუნარიანობის დაკარგვა აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს კომპანია გლობალური სმარტფონების ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა და რიგით მეოთხე ადგილს იკავებდა. 2020 წლიდან კი ეს მაჩვენებელი 1%-ს ჩამოსცდა.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა The Verge-ი LG-ის მიერ სმარტფონების ბიზნესიდან გასვლის შესახებ 20201 წლის დასაწყისშიც წერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები