მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Maersk: პანდემიის პირობებში საკონტეინერო ტვირთბრუნვა შოკურად 12%-ით გაიზარდა

5eff16819b8f2
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.20 15:37
1480
მსოფლიოში უმსხვილესი საკონტეინერო გადამზიდავი კომპანიის Maersk-ის, კავკასიის კომერციული წარმომადგენლის ირაკლი დანელიას განცხადებით, პანდემიის პერიოდში კომპანიის ტვირთბრუნვა 12%-ით გაიზარდა.

როგორც Maersk-ის კავკასიის კომერციული წარმომადგენლი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, ეს ზრდა არ იყო ეკონომიკის ზრდით განპირობებული და უფრო შოკური იყო, ამიტომ მესამე და მეოთხე კვარტალში სატვირთო გადაზიდვებზე არსებული მოთხოვნა რეალურ სურათს გვაჩვენებს.

„კორონავირუსის პერიოდში ტვირთბრუნვა გაიზარდა, მაგრამ ეს არ იყო ფუნდამეტური ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ეს იყო უფრო შოკური მოთხოვნიდან გამომდინარე, ანუ ჩვენ გვქონდა უფრო მომხვეჭელობითი მოთხოვნა პროდუქციაზე და აქედან გამომდინარე უფრო მეტს მოვიხმარდით, ვიდრე ეს იყო ნაკარნახევი.

ჩვენ შემთხვევაში შოკური ნაწილი, რომელიც არც ერთ შემთხვევაში საყრდენი არ არის, შეიძლება ვთქვათ, რომ გაზრდილია 12%-ით, თუმცა გადამწყვეტი იქნება მესამე და მეოთხე კვარტალი... არის მოლოდინები, რომ ის შოკური მდგომარეობა მიილევა და მერე უკვე გვექნება რეალური შედეგები“, - განმარტა ირაკლი დანელიამ.

მისი თქმით, 2019 წელს საკონტეინერო გადაზიდვები ქვეყანაში 45% გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებლი იყო და ამავე დროს ეს ზრდა ეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარეობდა.

„საკონტეინერო ტვირთბრუნვა წლებია უკვე ზრდადი ხასიათის არის და შემთხვევითი არ არის, რომ დამატებით საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზეა საუბარი და იცით, რომ ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტიც უკვე რეალისტური ხდება.

2019 წელს ტვირთბრუნვის ზრდა ეკონომიკური ფაქტორებით იყო განპირობებული. ეკონომიკა იზრდებოდა და გაცილებით უკეთესად იზრდებოდა ტვირთბრუნვის ნაწილი. დაახლოებითი ზრდა გვქონდა 40%-მდე და მთლიანად ქვეყნის საკონტეინერო მასშტაბით თუ ავიღებთ გასულ წელს კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 2018 წელთან შედარებით აბსოლიტურ გამოხატულებაში რეკორდულად 45%-ით გაიზარდა. ამით მივუახლოვდით გამტარუნარიანობის მაქსიმალურ ზღვარს, რაც აქვთ ჩვენს პორტებს, ამიტომ ვამბობთ, რომ აუცილებელია დამატებითი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება“, - აღნიშნა Maersk-ის კომერციულმა წარმომადგენელმა კავკასიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები