მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვრივიშვილი "ოცნებამ" საპარლამენტო სიაში ჩასვა

5f5a539309367
თელარა გელანტია
10.09.20 20:22
3314
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი "ოცნების" საპარლამენტო სიაშია.

ის პარტიის მე-8 ნომრად რამდენიმე წუთის წინ დასახელდა.

"მარიამს განათლება მიღებული აქვს ESM-ში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ბერკლის უნივერსიტეტში. მას აქვს ძალზე წარმატებული გამოცდილება კერძო კომპანიების მართვასა და სახელმწიფო მმართველობის სფეროში. გარდა ამისა, მარიამმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით, საკარანტინე სივრცეების უზრუნველყოფასა და ეფექტიან მართვაში. მარიამ ქვრივიშვილი იქნება მნიშვნელოვანი შენაძენი ჩვენი საპარლამენტო გუნდისთვის ეკონომიკური და საგარეო ურთიერთობის მიმართულებით", – განაცხადა წარდგენისას ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: "ოცნების" პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარიაა. საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები