მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტში საარსებო მინიმუმი 201 ლარამდე შემცირდა

6077f2cb95445
ელენე გოგბერაშვილი
15.04.21 12:00
911
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 3,8 ლარით გაიზარდა და 201 ლარი შეადგინა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საარსებო მინიმუმი 5.1 ლარით არის შემცირებული.

საქსტატის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 4.5 ლარით შემცირებულია საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც. ის მიმდინარე წლის მარტში 178.1 ლარს შეადგენს, მაშინ, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 182.6 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.