მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მემარცვლე ფერმერები კახეთში აქციას მართავენ, მოთხოვნა მარცვლეულის გაყიდვაა

6454c38fc7213
გიგა ბენია
05.05.23 12:53
1998
მემარცვლე ფერმერები კახეთში აქციას მართავენ. როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ბენიაიძემ BMG-სთან განაცხადა, ფერმერებს კვლავ მარცვლეულის გაყიდვის პრობლემა აქვთ.

"შარშანდელ მოსავალს ვერ ვყიდით. რუსეთიდან შემოაქვთ ფქვილი, ხორბალი და ღერღილი. წარმოიდგინეთ, რუსეთი სხვა ქვეყნებში ვერ ყიდის და ჩვენ დავრჩით, სადაც უწყვეტ რეჟიმში შემოდის ფქვილი და მარცვლეული. ჩვენი მოთხოვნა მარტივია, მინიმალურ ფასში, თვითღირებულებაში მაინც გავყიდოთ მარცვლეული. შეუძლებელია შემოთავაზებულ ფასად გაყიდვა, რომელიც თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ბანკებში სესხები ავიღეთ, ვკოტრდებით", - აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.

ნიკოლოზ ბენიაიძის ინფორმაციით, დღევანდელ გამაფრთხილებელ აქციას 300-მდე ფერმერი უერთდება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ქუჩაში 30 000-მდე ფერმერი გამოვა.

BMG გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. ინფორმაცია პასუხის მიღებისთანავე განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები