მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია - კალაძე

6360caf5c4589
ინგა მურუსიძე
01.11.22 11:38
1996
მეტრო „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე განაცხადა. მედია დაინტერესდა, როდის გაიხსნება განახლებული მეტროსადგური.

„მეტრო გოცირიძეზე მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები. როგორც კი ეს პროცედურა დასრულდება, მაშინვე მიიღებს მგზავრებს. შენობა არის მე-5 კატეგორიის და ექსპლუატაციაში მას იღებს ეკონომიკის სამინისტრო. ახლა მიმდინარეობს სწორედ ეს პროცედურები“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის 3.5 მლნ ლარის ღირებულების პროექტი 2021 წლის თებერვალში დაიწყო. როგორც მაშინ დედაქალაქის მერი განმარტავდა, მეტროსადგური მოქალაქეებს მხოლოდ 3 თვით ვერ მოემსახურებოდა, თუმცა პროექტის განხორციელება არაერთი თვით გადაიდო.