მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიწის ზემოთ არცერთი ავტომობილი არ იქნება “ - რას მოიცავას CITYZEN Central Park-ის 300$ მლნ-იანი პროექტი

648970a1ee813
თათია ჩაფიჩაძე
18.06.23 23:30
2414
კომპანია CITYZEN-მა CITYZEN Central Park-ის მშენებლობა დაიწყო. როგორც კომპანიის დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტის ჯამური ინვესტიცია 300$მლნ-ს აღწევს.

კომპლექსი უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე, ე.წ. ზაკვოს შენობის ადგილას, 46 000 კვ/მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა.

კომპლექსი ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი 32 სართულიანი თაუერისგან შედგება. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე, ხელოვნურ ტბა, ZEN სივრცე, იაპონურ ბაღი და საბავშვო მოედანი მოეწყობა.

„ძალიან საინტერესო პროექტს ვახორციელებთ, რომლის ჯამური ინვესტიცია 300$ მლნ-ია. მდებარეობს საბურთალოსა და ვაკის გასაყარზე, ცენტრალური პარკიდან 50 მეტრზე. პროექტის ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა გამწვანებას, პარკებს და საერთო სარგებლობის ფართებს. მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიაზე მანქანები საერთოდ არ იმოძრავებენ, ყველაფერი იქნება მიწის ქვეშ. მხოლოდ გარეთა შემოვლითი გზა ექნება, საიდანაც ყველა ავტომობილი განთავსდება მიწის ქვეშ.

ოთხი ბლოკი იქნება საცხოვრებელი, სადაც მაქსიმალური ჩართულობა იქნება 20, ჯამურად საუბარია 1200 ბინაზე. ასევე აშენდება გამორჩეული არქიტექტურის ერთი თაუერი, რომელიც იქნება 32 სართულიანი და აქ განთავსდება საცურაო აუზი, ჯიმი, რესტორნები და ა.შ.

ამჟამად დასრულებული გვაქვს ერთი ბლოკის ქვაბულის გამაგრებითი სამუშაოები, ვიწყებთ ხიმინჯების მოწყობას, ასევე გარშემო ტერიტორიის გამაგრების და გზების სამუშაოებს დავასრულებთ.
პროექტი არის საშუალო და პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი, ამ ეტაპზე პირველი ბლოკის 80% უკვე გაყიდულია, მეორე ბლოკი ახლა ჩავუშვით და 45% იქაც გაყიდულია. მყიდველები ძირითადად არიან ქართველები და მიზნობრიობა არის საცხოვრებელი, თუმცა გვყავს ისეთებიც, ვინც პროექტს საინვესტიციოდ განიხილავს. ფასი დამოკიდებულია სართულზე, ხედზე და ა.შ. ამ ეტაპზე საშუალო ფასი 1 600$-დან იწყება.

პროექტის საცხოვრებელი ნაწილი თავის პარკით დასრულებული იქნება 2026 წლის დეკემბერში, თაუერი კი 1 წლის შემდეგ.“- განაცხადა მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები