მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მომავალი წლიდან კომპანიებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება უნდა დავიწყოთ" - ლევან ვეფხვაძე

61cde583a9e43
თამთა ჯიჯავაძე
30.12.21 21:35
575
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ასოციაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც BAG-ი აპირებს კომპანიებს ვაქცინაციის მაჩვენებლების მიხედვით „მწვანე სტატუსი“ მიანიჭოს.

„მომავალი წლიდან უნდა დავიწყოთ კომპანიებისთვის მწვანე სტატუსის მინიჭება, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კომპანიას გარკვეული პროცენტული მაჩვენებლის ზემოთ თანამშრომლები აცრილი ეყოლება, ჩვენ ამ კომპანიას მწვანე კომპანიის სტატუსს მივანიჭებთ. ეს იქნება ერთგვარი წამახალისებელი, რომ კომპანიები თავად იყვნენ უფრო აქტიურები. ვიცით რომ არიან აქტიურები, ვინაიდან მათ ინტერესებში შედის რომ ოპერაციები არ შეფერხდეს და იყოს უსაფრთხო გარემო“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, 2022 წლისთვის ბუნდოვანება კვლავ რჩება კორონავირუსის ცვალებადობიდან გამომდინარე, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის უმთავრესი საშუალება სწორედ ვაქცინაციაა.