საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა 45 მილიონი ლარი იყო.
"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 45 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.500%-ით, მაქსიმალური 8.580%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.542%-ით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში," - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
დღესვე სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 182-დღიანი ვადიანობის 15 მილიონი ლარის ნომინალის ფასიანი ქაღალდებიც გაიყიდა. მასზე მოთხოვნამ 46 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობა სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით ადგილობრივი ეკონომიკიდან შიდა ვალს იღებს. ამ ფინანსურ რესურსს სახელმწიფოსგან კომერციული ბანკები ყიდულობენ. სებ-ის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასთან ერტად, სახელმწიფოს შიდა ვალის აღებაც გაუძვირდა.
საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე BMG-სთან განმარტავს, რომ სებ-ის მიერ მარტში რეფინანსირების 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ბანკების მხრიდან სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესი გაიზრდება.
"რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ზრდის ფასიან ქაღალდებზე სარგებლის პროცენტს და ზრდის მოთხოვნას მასზე. ზოგადად, არასდროს ყოფილა დაბალი მოთხოვნა ამ ფასიან ქაღალდებზე, მაგრამ მგონია, რომ კიდევ გაიზრდება", - აღნიშნავს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი.