მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნათია თურნავა ენერგეტიკის სამინისტროს შესაძლო აღდგენას არ ადასტურებს

5d833ac8bf589
დავით ჯალაღონია
19.09.19 12:21
2278
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ენერგეტიკის სამინისტროს შესაძლოა აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მე ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ. ამ ეტაპზე მთავრობაში მსგავსი ცვლილება არ განიხილება. ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები. რასაც ნამდვილად ყოველდღიურ რეჟიმში ვიხილავთ ბატონ გიორგი გახარიასთან ერთად, ეს არის, როგორ გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტური თითოეული დარგის მართვა არსებული სტრუქტურის პირობებში.

რაც შეეხება ენერგეტიკას, ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ენერგეტიკაში ჩვენ ავირჩიეთ რეფორმის გზა, ევროპული ტიპის ენერგეტიკული სექტორის შექმნა და ამ რეფორმის გზიდან ჩვენ არ გადავუხვევთ“, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტრომ შეითავსა.