მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქვეყანაში, სადაც ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესია, ცალკე სამინისტრო უნდა იყოს“ - მირცხულავა

63f1dcbe87338
ლიკა მეგუთნიშვილი
19.02.23 12:31
1182
„ქვეყანაში, სადაც ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესია, ცალკე სამინისტრო უნდა იყოს“ - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ბემონის“ მმართველმა პარტნიორმა, გიორგი მირცხულავამ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროში არსებული მცირე გუნდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებას კურირებს, კარგად მუშაობს და წინ მიიწევს, ეს საკმარისი არ არის. საჭიროა, ენერგეტიკის სექტორზე მეტი ყურადღება გამახვილდეს, რადგან ქვეყანაში არსებული ყველაზე მსხვილი პროექტები, სწორედ ენერგეტიკის სფეროშია.

„ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, უფრო მეტი ადამიანის ყურადღება უნდა იყოს ამ სექტორზე მიმართული. ენერგეტიკა იმსახურებს, რომ ცალკე მდგომი მიმართულება იყოს. ქვეყნის უმსხვილეს პროექტებზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს სწორედ ენერგეტიკული პროექტებია. სად იყო პრობლემა? - ენერგეტიკაში, რა უნდა გადავწყვიტოთ ერთად? - ასევე ენერგეტიკული საკითხები. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ანუ ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც ევროპასთან გვაკავშირებს, ესეც ენერგეტიკულია. ამიტომ ამ ყველაფრის ერთ სამინისტროში გაერთიანება, ვფიქრობ, კარგი იქნება“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

ცნობისთვის: ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები ეკონომიკის სამინისტრომ შეითავსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები