მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში საქართველომ $151 მლნ-ის ფულადი გზავნილები მიიღო, ზრდა 13%-ია

5df0e5e756116
შოთა ტყეშელაშვილი
11.12.19 16:51
2164
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 151.0 მლნ აშშ დოლარი (448.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.3%-ით (17.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ნოემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები ძირითადად ჭარბობს იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები არიან დასაქმებული. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, თუმცა გზავნილების ზრდის ტემპი რუსეთიდან თითქმის 0%-ის ტოლია, ევროკავშირის ქვეყნებიდან კი ზრდის ტემპი ბევრად მაღალია. 

ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი:

1) რუსეთის ფედერაცია - $37.91 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 0.3%;
2) იტალია - $19.82 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 18.8%;
3) საბერძნეთი - $15.84 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 8.4%;
4) აშშ - $14.48 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 10.8%;
5) ისრაელი - $13.75 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 5.6%;
6) თურქეთი - $7.85 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 3.9%;
7) ყირგიზეთი - $4.57 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 167.2%;
8) გერმანია - $4.55 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 27.1%;
9) უკრაინა - $4.27 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 61.7%;
10) ესპანეთი - $3.80 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 18.9%;
11) ყაზახეთი - $3.07 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 134.5%;
12) პოლონეთი - $2.81 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 26.5%;
13) საფრანგეთი - $1.94 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 13.0%;
14) აზერბაიჯანი - $1.78 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან -9.4%;
15 ) კვიპროსი - $1.50 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 30.1%.

ყველაზე მაღალი ზრდა ყირგიზეთიდან შეიმჩნევა და ის 167%-ს შეადგენს. 

2019 წლის ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (64.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ნოემბერის (19.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.1%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები