მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნოემბერში საქართველოს 166 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა, მათ $111 მილიონი დახარჯეს

61c1819ded9ec
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.21 11:27
1206
გამოქვეყნდა ნოემბრის ტურისტული სტატისტიკა. მისი მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში სულ 166,565 ვიზიტორი იმყოფებოდა. ეს წინა წელთან შედარებით 267%-ით მეტია, თუმცა ტურიზმი 2019 წელთან მიმართებით კვლავ დაბალ ნიშნულზეა, რადგან 2019 წლის ნოემბერში საქართველოს 543,000 ვიზიტორი სტუმრობდა. თუკი 2019 წელს შევადარებთ ნოემბრის მონაცებს, დავინახავთ, რომ ის 69.3%-ით უფრო ნაკლებია. შესაბამისად, ტურიზმი 2019 წელთან მიმართებით 30.7%-ით აღდგა.

ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ფინანსური შეფასებაც, მისი მიხედვით, ნოემბერში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა 111 მილიონი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 760%-ით მეტია.

ჯამურად, მიმდინარე წლის 11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 1.1 მილიარდი ლარის შემოსავალი მიიღო. მათ შორის შემოსავალი პიკური შემოსავალი ივლისში იყო და $205 მილიონს შეადგენდა.

ნოემბერში TOP-ქვეყანა, საიდანაც ვიზიტორები შემოვიდნენ ასე ნაწილდება:

1. თურქეთი - 32 577 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 83%
2. რუსეთი - 23 424 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 518%
3. სომხეთი - 19 291 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 127%
4. საქართველო (არარეზიდენტი) - 15 112 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 230%
5. ისრაელი - 12 029 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12051%
6. უკრაინა - 8 698 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 639%
7. აზერბაიჯანი - 8 064 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 107%
8. ყაზახეთი - 5 148 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 869%
9. საუდის არაბეთი - 4 573 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 457200%
10. უზბეკეთი - 4 156 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 133%
11. ირანი - 2 945 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 48983%
12. ბელარუსი - 2 748 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 360%
13. ფილიპინები - 2 169 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 43280%
14. ინდოეთი - 2 163 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 15350%
15. პოლონეთი - 1 919 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4580%

გასული თვის განმავლობაში ვიზიტორთა ნაკადის 47% საჰაერო გზით შემოვიდა, სახმელეთო გზით კი - 53%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები