მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Park Resort Tskaltubo ფართოვდება, ინვესტიცია ₾2.5 მილიონია

64244a1696d09
თელარა გელანტია
02.04.23 15:49
824
წყალტუბოში მდებარე ბალნეოლოგიურ კურორტი Park Resort Tskaltubo ფართოვდება. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ Park Resort Tskaltubo-ს მფლობელმა, ბიზნესმენმა დავით კაკაბაძემ განაცხადა, რომელიც კურორტზე ორ აბაზანას ფლობს.

„Park Resort Tskaltubo-ში წელს კიდევ 30 ახალი ნომრის დამატება გადავწყვიტეთ. მშენებლობა უკვე დავიწყეთ და ასევე, ველოდებით, „აწარმოე საქართველოს“ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტში ჩაგვრთონ“, - თქვა დავით კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ინვესტიციის სავარაუდო ღირებულება 2.5 მილიონი ლარია.

რაც შეეხება, ზოგადად, Park Resort Tskaltubo-ს ვიზიტორების გეოგრაფიას, დავით კაკაბაძე ამბობს, რომ ტურისტების დიდი ნაკადი ჰყავს ლატვიიდან, ასევე, ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

„წყალტყუბოს ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ ის ბალნეოკურორტია და გვყავს მუდმივი კლიენტები, რომლებიც თუ მიიჩვიე, ყოველ წელს ჩამოდიან 15-20 დღით. ზოგიერთს ოჯახებით ვიცნობ“, - თქვა კომპლექსის მფლობელმა.

წამყვანის კითხვაზე - რის გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს კურორტის პოპულარიზაციისთვის, ბიზნესმენმა ინვესტორებთან მუშაობა და ტურისტულ გამოფენებზე აქტიური მონაწილეობა დაასახელა.

გარდა ამისა, დავით კაკაბაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა, ტურიზმის სექტორში გარკვეული სტანდარტების შემოღება.
„სტანდარტი მომსახურების ხარისხსაც აწევს. დღეს მგონია, რომ ტურიზმის ბიზნესში ქაოსია - ყველა თავისას ცდილობს. საბოლოოდ, ჩვენ ვვითარდებით მხოლოდ შენობებით“, - აღნიშნა მან.