პარლამენტი მთავრობას 22 თებერვალს დაამტკიცებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
გარდა ამისა, 20-21 თებერვალს, პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე მოუსმენენ მინისტრობის კანდიდატებს, ხოლო 22 თებერვალს, პლენარული სხდომის გამართვამდე, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდი საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას შეხვდება.
დღის ბოლოს კი, პლენარული სესია გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას დაამტკიცებს.
ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათელა თურნავა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
























