მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველი მარტიდან შეზღუდვები შემსუბუქდება - ყველა გადაწყვეტილება

6214a14783f3f
ინგა მურუსიძე
22.02.22 12:46
2262
მთავრობა შეზღუდვებს ამსუბუქებს. გადაწყვეტილება უწყებთშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ გააჟღერა.

კერძოდ:

1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრით შემოდის უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე/რეზიდენტი, რომელიც - არის სრულად ვაქცინირებული; ხოლო ვაქცინაციის არქონის შემთხვევაში - წარადგენს 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტს (მესამე დღეს PCR ტესტირების ვალდებულების გარეშე); იხსნება ქვეყნების ე.წ. ჩამკეტი; საქართველოს მოქალაქეებიც შემოდიან სამშობლოში ტესტის ან ვაქცინაციის საფუძველზე, ხოლო თუ არც ერთი აქვს და არც მეორე, მათ ჰქონდათ არჩევანი 8-დღიან თვითიზოლაციაში გადასულიყვნენ. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, თვითიზოლაცია მცირდება 5-დღემდე, ხოლო მესამე დღეს PCR-ის გაკეთების ვალდებულება ეხსნება.

ასევე, უქმდება ის აპლიკაციები, რომლებიც ზემოთაღნიშნული 67 ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ესენია სტუდენტური აპლიკაცია და „იმუშავე საქართველოდან“.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, დახურულ სივრცეებში 6-ის ნაცვლად მაგიდასთან შესაძლებელია დასხდეს 10 სტუმარი, ღია სივრცეში კი 10-ის ნაცვლად 15 სტუმარი. უქმდება ასევე მაქსიმალურ სტუმართა დაშვებული რაოდენობის შესახებ ნორმაც.

სოციალურ ღონისძიებებს რაც შეეხება, შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გაამართვა, რაც არის ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე და ა.შ.

1-ელი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა აღარ არის ნებადართული.

უქმდება ასევე თერმოსკირინინგის, ჟურნალის და დეზობარიერების ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ შესაძლებლობა, ბუფეტის მეშვეობით გაუწიონ მომსახურეობა სტუმრებს.

4 მარტიდან დასაშვები ხდება კლუბების ფუნქციონირება და ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება შეიძლება, სადაც ღონისძიება იმართება.

15 მარტიდან შესაძლებელი იქნება კონფერენციების, ტრენინგების ჩატარება შეუფერხებლად, შეზღუდვების გარეშე.

ასევე, უწყებათშორისი საბჭოს სხდომები ნაცვლად ერთი კვირისა, ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები