მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები პროვოკაციაა - რუსული მედია

6373fd72cb5b6
ალა ისპირიანი
16.11.22 00:50
624
რუსული მედია წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები პროვოკაციაა.

"პოლონეთის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ასევე ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადება პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების სავარაუდო ჩამოვარდნის შესახებ პროვოკაცია და სამომავლო ესკალაციის მიზანია.

არანაირი თავდასხმა უკრაინასთან ახლოს, პოლონეთის სახელმწიფო საზღვართან არ განხორციელებულა," - ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად აფეთქება მოხდა და შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ეს იყო უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. თუმცა პოლონურ მხარეს აღნიშნულ ფაქტში რუსეთის მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია.

ამასთან, პოლონეთის მთავრობის სპიკერის პიოტრ მიულერის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომა მოიწვია. არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრს სხდომის მოწვევის ზუსტი მიზეზი არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ სხდომა „კრიზისული სიტუაციის“ გამო იკრიბება.

მან მედიას ასევე მოუწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები