მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების გასაუბრებები გაიმართა

643426b79cdf8
BM.GE
10.04.23 19:02
1074
სტატიაში საუბარია:
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრების გასაუბრებები გაიმართა. არსებული ინფორმაციით, გასაუბრებაზე იყვნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების პორტფელის მენეჯერი არჩილ იაკობაშვილი, ილიაუნის ეკონომიკის პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე მაია გიქოშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში BMG-ის არ განუცხადეს, ვინ გამართა ამ კანდიდატებთან გასაუბრება. მათივე განცხადებით, სანამ კანდიდატების შერჩევის პროცესი არ დასრულდება, კომენტარი ადმინისტრაციის მხრიდან ვერ გაკეთდება.

ვინ იქნება სებ-ის ახალი პრეზიდენტი:

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე განაცხადის გაგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 15 მარტამდე იყო შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭო, საბჭოს მოქმედი წევრებიდან შეარჩევს. შერჩეულ კანდიდატს კი, ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ პირი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდეს, ჯერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად უნდა აირჩიონ. საბჭოს წევრებს, თავის მხრივ, პრეზიდენტი წარადგენს და მათ პარლამენტის უმრავლესობა ამტკიცებს. რაც შეეხება ვიცეპრეზიდენტს, მას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრეზიდენტი.

კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომელსაც 23 თებერვალს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. საკანონმდებლო ცვლილება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებდა, რომელიც ხდებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მანამ სანამ პრეზიდენტი არ დანიშნავს სებ-ის ახალ ხელმძღვანელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები