მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქალაქი გორი ჩვენი ხედვის არეალშია” - “მაკდონალდს საქართველო”

6346b8e355638
ნინი ლონგურაშვილი
13.10.22 09:00
6190
„მაკდონალდს საქართველო“  გაფართოებასა და ქვეყნის მასშტაბით ახალი რესტორნების გახსნას  აგრძელებს. სულ ახალი ობიექტი ისანში “ისანი მოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. 
 
BMG-ის კითხვაზე, ხომ არ გეგმავს “მაკდონალდს საქართველო” გაფართოებას და რეგიონის ქალაქებში ახალი ობიეტების დამატებას, “მაკდონალდს საქართველოს” გენერალური დირექტორი გვპასუხობს, რომ გორი მიმზიდველია საინვესტიციოდ და მათი ხედვის არეალშია. 
 
“უდაოდ ბევრი სიახლეა გორში, ამას ვხედავთ ჩვენც და ანალიზს ვაკეთებთ. ჩანს, რომ იქ არსებობს გარკვეული ე.წ. ტრეფიკი. ამიტომ შესაძლოა, ეს ქალაქი ჩვენთვის საინტერესო იყოს. “მაკდონალდსს” თავის სტანდარტები აქვს და მნიშვნელოვანია ქალაქმა შეძლოს დაკმაყოფილება. მე ვსაუბრობ მინიმალურ ტრანზაქციებზე, რომელიც უნდა ავითვისოთ და მაკ დრაივის ფორმულირებაზე, რაც მაკდონალდსისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიდასტურებთ, რომ გორი უდაოდ არის ჩვენი ხედვის არეალში“, - ამბობს თენგიზ კაპანაძე. 
 
„მაკდონალდს საქართველო“  ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
 
აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 150 მილიონ ლარს აღწევს. აქედან, მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში - 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 33 მილიონ ლარზე მეტია. 
 
ამასთან, კომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - დღეის მდგომარეობით, „მაკდონალდს საქართველო“ 1 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები