მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველები ევროპას საკუთარ სახლად ხედავენ და იმედი უნდა მივცეთ... დროა, მეტი ვიმუშაოთ - რობერტა მეცოლა

64777d6b0f3cc
ალა ისპირიანი
31.05.23 20:45
591
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში გამოსვლას ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც მან „twitter”-ზე დაწერა, საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობა, რასაც კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია.

მან ასევე საქართველოს ევროპული მისწრაფებების რწმენისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა. 

„ქართველები ევროპას საკუთარ სახლად ხედავენ და იმედი უნდა მივცეთ. დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ ხელიდან არ გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობა. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მისწრაფებების რწმენისთვის“, — აცხადებს მეცოლა.

შეგახსენებთ: დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა. 13 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს პირველად მიმართა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები