მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ რაოდენობით რუსების ჩამოსვლა, ტურიზმი არაა, ეს ექსპანსიაა" - საბა კიკნაძე

62ee679f65214
თამთა ჯიჯავაძე
06.08.22 17:46
3613
"ამ რაოდენობით რუსების ჩამოსვლა, ტურიზმი არ არის, ეს ექსპანსიაა. ეს ხალხი პრაქტიკულად სახეს უცვლის ქართული ტურიზმის ეთიკასაც და კულტურასაც და მომავალში დიდ დარტყმას მოგვაყენებს", - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ Caucasus Travel-ის დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის ამოქმედება საშუალებას მოგვცემს ვნახოთ რეალურად ვინ შემოდის ტურისტული მიზნით და რამდენია ტურიზმის ინდუსტრიის რეალური სარგებელი.

„ავიღოთ მცირე ან საშუალო დონის სასტუმრო, რომელიც დღეს რუსული ტურიზმით ბედნიერად გრძნობს თავს. რას იზამს იმ შემთხვევაში, პუტინმა გზა რომ ჩაკეტოს და ისე გააკეთოს, რომ საქართველოში რუსი ტურისტები არ ჩამოვიდნენ. რას იზამს ჩვენი სასტუმროები ამის შემდეგ, როდესაც დაკარგული ექნებათ წელი და საერთაშორისო მარკეტინგული უნარები. თუ მთელი ცხოვრება რუსეთის შიდა ტურიზმის ნაწილი უნდა ვიყოთ?! ამიტომ, ეს არ არის პოლიტიკა და ქსენოფობია, ეს არის პრაგმატული მიდგომა. ტურისტების რაოდენობა გაწონასწორებული და დაბალანსებული უნდა იყოს. ეს პრაქტიკა 2018-2019 წლებში დიდი იყო. ახლა ასე აღარ არის და არეულია. ფული კარგია, მაგრამ რის ფასად?!“, - აცხადებს საბა კიკნაძე.

მისივე თქმით, ბათუმი სავსეა რუსებით, რის გამოც საერთაშორისო ტურიზმს საქართველოში საფრთხე ექმნება.

„ბათუმში ვერ უნდა ჩავიდეს ფრანგი, ან გერმანელი და ბრიტანელი ტურისტი? ვერ ჩავა, იმიტომ რომ გადატენილია რუსებით“, - დასძინა მან.

ამასთან, როგორც საბა კიკნაძემ აღნიშნა, სულ სხვაა რუსული ტურიზმის მოთხოვნა და სხვაა საერთაშორისო ტურიზმის მოთხოვნები.

ცნობისთვის, მხოლოდ ივნისის თვეში საქართველოში 90 000-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა, რუსეთს საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შორის პირველი ადგილი უჭირავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები