მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გთხოვთ, ივლისში გერმანიაში შესრულდეს რეისები” - სტუდენტები ნათია თურნავას მიმართავენ

5f098bd02657f
BM.GE
11.07.20 13:21
4484
სტუდენტები ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას თხოვნით მიმართავენ, ივლისში გერმანიის მიმართულებით ავიარეისები შესრულდეს.

მიმართვა, რომელსაც ხელს ასობით სტუდენტის სახელით 8 ახალგაზრდა აწერს, გაეგზავნა ასევე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას და დამოუკიდებელ დეპუტატ ლევან კობერიძეს.

სტუდენტების მიმართვას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი პანდემიის, კოვიდ-19, გამო საქართველოს მთავრობის განკარგულება #164-ის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აქვთ უფლება გადაადგილდნენ ევროკავშირის 5 სახელმწიფოში, მათ შორის, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. სამწუხაროდ, ივლისის თვის განმავლობაში არ სრულდება არც ერთი ფრენა გერმანიის მიმართულებით. ასევე არ სრულდება ფრენები დანარჩენი ოთხი სახელმწიფოს ( ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, საფრანგეთი) მიმართულებით, რომელთა გამოყენებაც ტრანზიტულად შეგვეძლებოდა. შესაბამისად, არ არსებობს გადაადგილების შესაძლებლობა. შსს-ს საპატრულო სამსახური და სასაზღვრო პოლიცია არ გვრთავს ნებას ტრანზიტულად შევძლოთ შესვლა გერმანიაში, არსებული ჩარტერული რეისების საშუალებით.

ჩვენ სტუდენტებს, გერმანული სამუშაო მოწვევები უკვე გვაქვს და აღნიშნული საბუთების საფუძველზე მუშაობა გერმანიაში ივლისის თვეში უნდა დაგვეწყო , შესაბამისად გერმანელი დამსაქმებლები გველოდებიან და საბუთში არსებული თარიღის დაგვიანებით ჩასვლა გვიქმნის პრობლემებს მათთან.

ჩვენ საკმაოდ დიდ ხარჯს ვწევთ იმისათვის, რათა გერმანული ენა დამსაქმებლისათვის დამაკმაყოფილებელ დონეზე შევისწავლოთ, ასევე საბუთების შეგროვება და გაგზავნაც თანხებთან არის დაკავშირებული, უმრავლეს ჩვენგანს, იქ საცხოვრებელი ბინის ქირაც კი დაფარული აქვს წინასწარ. ამ თანხებს კი ვიხდით იმ იმედით, რომ ზაფხულში შევძლებთ გამოვიმუშაოთ სამი თვის მანძილზე 3000-დან 4000 ევრომდე თანხა, რომელსაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ სწავლის გადასახადში და სხვა მნიშვნელოვან სასიკეთო საქმეში დავხარჯავთ.

ასობით სტუდენტის სახელით, მოგმართავთ თხოვნით, რაც შეიძლება სწრაფად, ივლისის თვეში, შესრულდეს გერმანიის მიმართულებით რამოდენიმე რეისი ბილეთის ადეკვატური ღირებულებით.

პატივისცემით
გიორგი დოლბაია, ლელა გამთენაძე
ანა შენგელია, დიანა ზვიადაძე
ლანა ჯალაბაძე, კონსტანტინე აგიაშვილი
შოთა ლელაძე, დემეტრე გაფრინდაშვილი"-ნათქვამია მიმართვაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები