"მთელი აქცენტი ახლა უნდა გავაკეთოთ ვაქცინაციაზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ახლა მთელი აქცენტი და ამოცანა უნდა იყოს განვითარებასა და ვაქცინაციაზე, რომელზეც რატომღაც არ საუბრობთ. დღეს საქართველოში ჩამოდის ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც აშშ-ის მთავრობის დახმარებაა. ამას გარდა, 1.5 მლნ ჩინური ვაქცინები არის საქართველოში და მინდა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ აიცრან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ინფორმაციისთვის: 23 ივლისის მონაცემებით, ჯამურად, ჩატარდა 391 781 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 136 734 ადამიანი.