ამერიკის საელჩოს დაფინანსებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პროექტი "უძველესი ქართული მოჭედილი ძეგლების დიაგნოსტიკა" განხორციელდა. პროექტი ცენტრში დაცული ქართული ხელნაწერების ყდების დეტალურ შესწავლასა და დაზიანებების დიაგნოსტიკას ითვალისწინებდა, მათი სამომავლო რესტავრაცია-კონსერვაციის მიზნით.